მწუხარე მადრიგალი - სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი მწუხარე მადრიგალი (სონეტი) (უთვისტომო, ნაერთგულარი “მესტუმრე ჯიქური” მეფე ულუ დავითმა დიდებულთა მიტანილი ენების გამო, მეტეხის კედლიდან გადმოაგდო და უბრალო ხალხმა დაიტირა) შენ მტკვარს მოჰქონდი, ორი დღის მკვდარი, მანამდე მძიმედ ნაავადარი, ვაჟკაცი - ქვეყნად ვის შესადარი, გულცეცხლს ვმალავდი, როგორც ღადარი. მეტეხის კედელს ემჩნია სისხლი, ამ ერთგულებას რა თავში იხლი, ვერდამნახავი ვერცერთი მისხლის თუ გელოდება ბატონის წიხლი. შენც მოგკლეს? - სხვათა მამხილებელი, მე-ღა შემოგრჩი დამტირებელი, სიკვდილის გზაზე - შენი მხლებელი, ამქვეყნად - ხსოვნის დამტარებელი. ქვეყნად ერთგული გყოლია როდი, ვინ - დაგტირის და ვისთვის - ტიროდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი