დაღლილობის სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი
დაღლილობის   სონეტი


უკვე ბევრჯერ  წახვედი,
და  ბევრჯერაც მოხვედი, 
თავბრუს როგორ  მახვევდი!
გიგავს   ახალმოხვეტილს,

თმები,  ისე გაგცვივდა, 
უკვე ღიპიც დაგედო, 
 ადრე  - მსგავსო არწივთა, 
 გყავდი მოამაგედო.

იცი ხილის თვისება?
ჩირად აბამ? - ჩირდება.
რა - რამის გასხვისება?!
მე  - არ გაიმიჭირდება!

ვუთხრათ ან  ვაამოთ ვის?
სხვათა განმსჯელს -  ვინ მოთვლის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი