ენვილური სონეტი ნანა კობალაძეს


ნანა, ეს -  შენ - ჩემგან . ფოტო გავიტაცე, ლექსიანად ჩემთან დავდებ. 

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ენვილური  სონეტი*
(ნანა კობალაძეს)

მანიშნებელი ავდრის 
ცაზე -  ღრუბელი-გრდემლა,
ამ ღრუბელს ვინ რას ადრის, 
თვალები ამიცრემლა.

თითქოს გართხმულა თეთრად, 
თან   მეწამულიც ჰქვია,
 ჭექამ ხმა გაიმკვეთრა, 
დაუშენს რიყეს - ქვიანს.

ო, რა საშინლად ავდრობს, 
მთვარე ყირაზე დგება.
ამბობენ, გარეთ ამ დროს 
ძაღლიც  არ გაიგდება.

 ქუხს   მტკვარი თბილისურად.  
 გრგვინვა  - თან მოჰყვა  სურათს!

- - - 
*
ენვილური ანუ გრდემლური, დაბალი ღრუბელი თბილისის  ცაზე - გარდაუვალი გრგვინვის,  ჭექა- ქუხილიან- წვიმიანი ავდრის ნიშანია . (ადრესატის ინფორმაცია)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი