რეტრო - ქალაქური
#ეტიუდები ნინო დარბაისელი რეტრო ქალაქური - - - - ო, როგორი წლები გამომატარე, ლხინი - ცოტა, ჭირი - ცრემლთა დამდენი. რაც დრო გადის, იცის ადამიანმა, რა სჭირდება, რა უნდა და რამდენი. რა კოშკების ვნახე გაცამტვერება, არახდენა უვადო, ვადამდელი! იგივეა, თურმე დღე დღევანდელი, მზიანობა და თოვლი - შარშანდელი. ო, რამდენი ვამტვრიე თუ ვარღვიე, დაგებული მახენი და ბადენი! ახლა ცოტაც დამაცადე, წერაო, ვიდრე მოხვალ, მეც იმქვეყნად გამდენი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი