სონეტი პოეტებსა და კრიტიკოსებს


#ლექსები
ნინო დარბაისელი

სონეტი პოეტებსა და კრიტიკოსებს

(“ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!”- გალაკტიონი
“პოეზია - ენის ზარდახშაა. გამართულად მწერი პოეტებისადმი ანუ ჩვენი ენის გადამრჩენებისადმი აწ არა - კრიტიკა, მადლიერება გვმართებს!” - ნინოლო მაკიაველი)

ენა, მამული, რწმენა -
მოსაფრთხილებლად გვერგო,
თავისა შესარცხვენად, -
- ხელში გვაკვდები ნერგო,

წინაპართაგან რგულო!
სხვა ენებს არას ვერჩი.
მიბაძვით დაკარგულო,
პოეტებს მაინც შერჩი!

ცა რისხვით მოგვიბრუნდა,
წასვლისკენ დავიცერეთ.
წეროთ ქართულად უნდა,
ოღონდ ქართულად წერეთ!

საფრთხეს ვერა გრძნობთ ჯერეთ?
- ეს სიტყვა დაიჯერეთ!


- - - - 

(ექსკლუზიურად თქვენთვის - ბოლოში მქონდა ,, ბებრისა დაიჯერეთ”
დადებისას ისე შევცვალე, როგორაცაა,   ვგამახსენდა, რომ მე კი თავი სამოცდახუთი წლის ბებრად მიმაჩნია და მაინც იმ კოლექტიური ცნობიერების პირმშოდ მივიჩნევ თავს, ბებერი - ჭკვიანს რომ ნიშნავდა, მაგრამ ჩემი ხნისანი ახალგაზრდა პოეტებადაც მოიხსენიებიან ზოგან… ეტყობა მიქელ- გაბრიელს უხვევენ თვალებს, ჯერ ადრეაო.)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი