ეგზისტენციური სონეტი
SOS !!!! რამე იდეა ხომ არა გაქვთ, კიდევ რა ვუყო შექსპირულ სონეტს! თემა, მოტივი, ჟანრი . ფორმა…. და მისთ. არაფერი აღარ მაფიქრდება. ფილოსოფიურ მოძღვრებებზე-ღა გადავედი, მათ ადაპტაციასა და ვულგარიზაციას ვეწევი. #ლექსები ნინო დარბაისელი ეგზისტენციური სონეტი რომ შეგიყვარო, უნდა ვიყო, მე კი - არა ვარ! მსურდა მეც ჟამი დამდგომიყო, მემასხარავა, მეც გამერღვია ამ ცხოვრების მქირდავი ბადე, მყოლოდა ჩემი უპოვრებიც, არ დავიბადე! იქნებ მეც ცოდვა ჩამედინა, ბევრიც მეშოვა, თავქვე მდინარედ მეც მედინა, უნუგეშო ვარ, მე არ ვყოფილვარ! - უნდა ვიყო, რომ დაგივიწყო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი