შექსპირული სონეტი ყორეს


ათმარვცვლიანი გავკვეთე დიდ ცეზურასთან, სასონეტედ გავახუთმარცვლიანე და კიდევ რა ვქნა?
რამე იდეა ხომ არა გაქვთ?

#ლექსები

ნინო დარბაისელი

შექსპირული სონეტი ყორეს

(გიდი: - ალექსანდრიის შუქურის  ქვები  იქვე, ,,ახალ” შენობებშია)

როცა ინგრევა
ქვით ანაშენი, 
სულ აირევა - 
ჩემი და შენი.

იყო დიდება?
კარგად მეყოლე,
გაიყიდება
დაშლილი ყორე!

იქვე იგება 
ახალ-მშვენობა.
რა გაიგება!
დგას კი შენობა!

სევდა  მისია?!
ესეც  - მისია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი