უადიალო სონეტი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

   უადიალო სონეტი 

“მცივაო მარტოს, უადიალოდ”-
მე ვეღარაფერს  გიშველი!
არ გვიცხოვრია  უიდეალოდ, 
გვიყვარდა ბობი ფიშერი.

ქცევა არასდროს არმოიეფის - მეფის -
-   თუ გახსოვს, რობერტის
და ავადმყოფის  - სულ ავად მყეფის
ხმა შინაგანი:  მობერდი!

 შორი  გვჯეროდა  რა  მართალ-ჭორი! -
 - “დაეცა დაუცავი” და
ელეგანტური, ჯიუტი ჯორი - 
- სიმარტოვეში წავიდა.

გმირ-კაცი? მხდალი? - ვერსადგენია 
იგი - ჭადრაკის გენია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი