ლინგვისტური სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი ლინგვისტური სონეტი მოვიარეთ არმაზი - - შორ წარსულში ნაგები, დარბაზი და ქარნაზი, გრილში - სარკოფაგები. წარწერებზე ამბობდა: ეს - ქვა - მარტო ქვააო?! - მოამბეა ამბორთა, ტრფობის ბილინგვააო, ალოგლოტოგრაფული ნაწერი - გაწაფული. დარაჯი - გაქაფული: -ალო, გრეტა! რა - ფული? მერე ვნახეთ ხახული - ისიც - წარმოსახული! - - - - *ალოგლოტოგრაფია - სხვათა დამწერლობის გამოყენება საკუთარ ენაზე ნათქვამის ჩასაწერად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი