აეროპორტული მონორაიმი
ვისაც რას დავპირდი, მგონი, ყველას ვალი გავისტუმრე - გაგზავნილი მაქვს ტექსტები. წავედი მექსიკაში, მეც ხომ მინდა მისიონერობა. თუ იქნა ინტერნეტი, დავწერ პატარ- პატარა დღიურებს და დავდებ ფოტოებით. ჯერ არ ვიცი თვითმფრინავის ლოდინში დრო თხზვით გამყავს #ლექსები ნინო დარბაისელი აეროპორტული მონორაიმი (იუმორისტული) მიდიოდა ნინო თმებით შეკრეჭილით - მექსიკაში, სულ სპორტულად ჩაიცვაო, გაერია მარაქაში, გახდა მისიონერიო, აბა, ტაში, ჩქარი ტაში!სანტიეგოს რეისს ელის, რაის ვირი ანდა რაში! არც არავინ ზედ უყურებს, არც ვინ დარჩა “დასაქრაში”, რა დრო გაქრა! ვიყავიო მეც ქალების უსტაბაში. იმისთანა ტიპი ნახა, მოეღრიცა უცებ ლაში. ადრიანად ყველა ჭამს და თავით ხტება ულუფაში, გაიფიქრა, დამხატავდა ცხელი ხაში, ზედ - ლავაში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი