ლოდინის სონეტი მონორაიმი


#ლექსები
მგონია,  პოეზია, მთელი ხელოვნებაც სულ   მომლოდინე ტალანტების შექმნილია. ასრულდება ნაოცნებარი  და იმწამს მოკვდება იმედიც, ტალანტიც. 
იარე მერე!   
ნეტა  მიქელანჯელო რაღას ელოდა?

ნინო დარბაისელი

ლოდინის სონეტი - მონორაიმი

მეჯავრება ლოდინი, სულ ლოდინი მიწევს,
 თითქოს  მე ვარ თავმდგომი - შინ სნეული მიწევს.
მპირდებიან, მოვალო, ცოცხლად დამამიწეს, 
  გულგრილებს რომ სჩვევიათ, მიჰყვებიან იმ წესს?

ვის არ უნდა,  ასეთ დროს  დაიძინოს,  მიწვეს, 
ვიდრე ამდენ ლოდინში სუმთლად გადაიწვეს?
დავიღალე წერითაც, გულიც არსად მიწევს.
შეპირების დარღვევა ერთხელ მეც მომიწევს?

მღვდელს მივუტან შესაწირს, მაგრამ არ შემიწევს.
სამსახური შევთხოვო, ვიცი, არ გამიწევს.
სიკვდილს ვთხოვო? - დრო იცის!  საათს გადმომიწევს?
გიკვირთ: - ერიდებაო,  მისკენ რატომ იწევს?

დარდით  სავსე ფიალას ნინო გვერდით  მიწევს:
-რა სიცოცხლე მეყოფა  უკვე  დანამიწევს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი