გათენებამდე გალილეაში


#ლექსები
ნინო დარბაისელი

გათენებამდე გალილეაში

გალილეაში ჯერ - ღამე მთებზე,
თევზი   - რამდენი!
თოლიებია აქ  და  მეთევზე - 
მათი  გამდენი.

 გალილეაში  -  ეს თოლიები
ჰყივიან რაზე? -
 ამონათდიო - ბნელს ტოლი ები!
ხილვა - სინაზე:

წყალზე  მავალი -  ვისია ლანდი,
გალილეაო,
შიში მრავალი   მის მოსვლამდი
გაილევაო?

გალილეაში  ცად  - მბრწყინავი
მიცურავს  ნავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი