მარო
#ლექსები ნინო დარბაისელი მარო მარიამო, მარუსია, მაშა ჩემო, ბებო მარო, შენზი ხსოვნა მომეძალა, ჩემთვის მუდამ მოღიმარო! ბებო მარო, მაშა ჩემო, მარუსია, მარიამო! შენი სიტკბო მიმენატრა, მოფერება შენი ამო! მარიამო, მარუსია, ბებო მარო, მაშა ჩემო, გულგარეთა ბრაზი შენი - გცემო? ვეჭვობ, გადარჩეო! მარიამო, მაშა ჩემო, ბებო მარო, მარუსია! ლურჯთვალებავ, ვაჯერებდი, კახელია, რა რუსია! იყავ ჩვენი მარიამი, რის რუსული, არცა ღერი! ჩემო მერი, მემღერება, ჩემო მერი, შენზე ვმღერი! მახსოვს ის ხმაც, დაგიძახა კაცმა ერთმა, მაშენკაო, არ გიყვარვარ, უარზე ხარ? აჰა, თოფი მაშინ, მკაო! ხან ხუმრობით მარიკუნას გეძახოდით, ჩვენო მარი, ერთიი - მიწას მიაბარე, არ გინდოდა მეტი ქმარი! მარიამო, ბებო მარო, მოგინატრე, აწ მდუმარო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი