კომორები


#ლექსები

ფეისზე ჯგუფია ასეთი - “მცდარბეჭდილმძებნი”. იქ კითხულობენ, ქართულად როგორ იქნება იაპონური “კომორებიო”, (ებ-იანი მრავლობითი არ გეგონოთ, სიტყვისეულია,  ინგლისურადაც ასე იწოდება).
    “კომორები” რა არის?! აი, “სხივთა კონები”,  ტერმინი გამოიყენება ფიზიკაში, თანამედროვე მედიცინაში, მაგალითად, ლაზერული  მწვანე და წითელი -  ძალიან მისანათებელი რომ არის გამოსული.
   როდის ვგრძნობ, პოეტი რომ ვარ?!
 რაღაცის თქმა, ახსნა რომ მიჭირს და  ეგრევე ლექსზე გადავდივარ.  
   აქ  უკვე საუკუნოვანი, სიმბოლისტური ესთეტიკა გამოვიყენე. 
   ისე კი, მართლა იწვევს ასეთ წარმოსახვებს. წარმოიდგინეთ,  ბნელ ტყეში რომ  მიდიოდე  და ფოთლებიდან დაშვებული სხივები დაინახო…
 

ნინო დარბაისელი

კომორები
(შექსპირული სონეტი)

გახსოვს? - ტყეში ფოთლებიდან
დაშვებული  სხივთა ფარდა! 
არაფერი აღარ მინდა,
მე იმ ფარდის ხილვის გარდა.

უეცარი სხივთა კონა,
სხვანაირად -  სხივთა ჭავლი.
ნეტა აქ რამ მომაგონა,
მინავლული?  მისანავლი?

ჩვენებათა დაფეთება, 
ბორიალი მოუბართა, 
თვალი ლანდებს ეწაფება, 
ძველებური დამემართა!

“კომორები” - გახსოვს ფარდა, 
თუ  გულიდან  გადაგვარდა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი