ფოტოარტისტი (სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფოტოარტისტი
(შექსპირული სონეტი) 

როცა წახვედი, 
თქვენიანებს ვეხმარებოდი
და როგორც ღვედი,
გულს მიჭერდა ეს მონაბოდი.

ჩვენ სურათები
შენიანი დაგვჭირდა ბევრი, 
შევძარი მთები, 
სულ დავდუმდი მე ენამჭევრი.

აღმონაჩენი: 
- მილიონი სურათი სხვათა,
სულ -  ორი შენი - 
- მიზეზია დების რისხვათა.

ეპიტაფია:
“უსურათო - ფოტოგრაფია!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი