დროისა (დედის ნათქვამს სონეტად ვრითმავ)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

დროისა
(გზაში ვარ და  დედის ნათქვამს სონეტად ვრითმავ)

განსაცდელი გადაგყრია, 
ახლობელი მოკვდა?!
გულს გისერავს რია-რია
 მხიარულად მროკთა?

კარზე ლხინი მოგდგომია?!
ცა გეხსნება თავზე?!
ეგ დღეც - ბევრის ნანდომია,
ბევრსაც  - შურით ავსებს.

ახდენაზე ფიქრობ  ოდეს
გეგმის, ჩანაფიქრის - 
დროის, დროის გეშინოდეს!
არ ჩერდება, მიჰქრის.

საძებნია, სამკვიდროა?!
მბრძანებელი - დროა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი