ნექტარინი- ვაშლატამა (სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი ნექტარინი - ვაშლატამა (სონეტი) კრეფის დროა - მხურვალეა სეზონები, დახუნძლულა ბაღები და ეზოები. ამ სეზონებს ნეტა მე რას ვეზომები, თითქოს სხვა მაქვს სამიზნ-სამიზეზოები. ბაღის ბოლოს ხე ვახარე ჯუჯისტანა, ნაყოფს ჩაკბეჩ და ტკბილ-მჟავე ტვინში ატანს; - უბუსუსო ატამია - ვაშლატამა, ადრე გორში ყური მოვკარ “ტიტველ ატამს”. ნამყნობს ერგო ბევრი რამის გადატანა. ქარმაც ბევრჯერ თავი გაინამეტანა, მზის სხივებთან ალერსისას მიატანა, თქვა: - ამბავი გუშინ ჩიტმა მომიტანა! მეც ჯიქი ვარ, ჩემი უნდა გამეტანა. ვაშლს - ევაშლა, ატამს - ატმად ეატამა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი