სოფლის სამდურავი (სონეტი)


ლექსები

ნინო დარბაისელი

სოფლის სამდურავი

(ციკლიდან - სონეტები დედას)

ჯერაც პირი მაქვს ნამწარი, 
 ვარ ბევრის უნახავი და
მოხედვაც  ვერ მოვასწარი,
მორჩა, გაქროლდა გავიდა!

რამდენი რამე მინდოდა, 
სულ სახვალიოდ ნანახი,
ვინ ნახა დღე - უბინდო და
ვინ ლახა - გადასალახი?!

ვინ რისი არის  მომგონე, 
ვინ სად მოგდია მხარდამხარ?
წუთისოფელი მეგონე, 
წამისოფელიც -   არა ხარ.

სულ სხვის პრობლემებს მახვევდი,
საჩემოდ ვიცლი?!  -  გახვედი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი