ობლური


ობლური

ნეტა მეც წიგნი მეკითხა, 
გამეგო ქვეყნის ამბავი,
მეყოლებოდა მეტი თხა, 
ჯღანები - დაულამბავი.

ერთი მწყემსი ვარ ობოლი,
დავეხეტები ეული, 
ცეცხლი ან საჩემო ბოლი
სხვას მისდის, არც ვარ წვეული.

ალბათ საობლო კვერს აცხობს
ბედი და გვიან შვრებაო, 
ჩემს კუთხე- კუნჭულს-მოსაწყობს
ბოლოს მიუვა შვებაო.

ჯერ კი მამღერე, ფანდურო,
გამიძელ გადაბანდულო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი