ზაფხული. ღორეშა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ზაფხული. ღორეშა

შენ გეცვა  წინდები და  ბაცი კაბები, 
ოქროს  კულულებში  - სამაგრი ყვავილით.
 იმ ზაფხულს გადამხდა  მთავარი ამბები
მე  - თმაგადაკრეჭილს, შავტუხას - ყვავივით. 

ფეხი გაგიცურდა, ჩავარდი სკორეში,
მე - გამოვექანე და ხელი დაგტაცე,
არ დაგსვი, ვამტვერე შარაგზა  ღორეშის, 
ბიჭური ძალ-ღონე  უკვირდათ გზად კაცებს.

დილას მოგაკითხე და წაუყვანიხარ…
 შენთვის მონაკრეფი შემრჩა ყვავილები.
მოხუცმა დარაჯმა ზედ დამკრა ხელი მხარს-
- სეზონზე დაკეტეს, გეთაყვა, ვილები!

იმ სიყვარულისა სხვა რა გავიხსენო,
 მელოდა სარწყავი, ჩემი სარგავი და 
 ჩემო მაშინდელო,  მწარევ,  გულის სენო,
აღარც შემხვედრიხარ,  ცხოვრება - გავიდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი