უძაფო ლანდისა
#ლექსები ნინო დარბაისელი უძაფო ლანდისა (სონეტი) ხარ ხელცარიელი? თვალს რატომ მარიდებ? ჩემი ხმა არ გეცნო? რატომ იძაბები? ჯიბეში ბოლო დროს არაფერს არ იდებ? ან დაპირებული სადაა ძაფები! ჩააბამ ერთმანეთს, დავკვანძავ, დაახვევ, გორგალს ამოიყვან სწრაფს, შიგმომდინარას. მრგვლისათვის - ძველ გაზეთს ყუას ჩამოახევ, - ამის გახსენებამ ცრემლი მადინა რას! ყოფაში - გაძლება არაა ადვილი, ვიღაც - დამღლელია, მძიმეა, ბარგია, ამქვეყნად არავის არ ჰყოფნის ადგილი. იმქვეყნად წასული - სუყველაც კარგია. - ახსოვთ და წასულებს სხვა რაღა უყონო - - თქვი, ბებო, გაქრი და დამტოვე უღონო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი