დაიკო-ობის სონეტი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

დაიკო-ობის სონეტი

ოღონდაც ზეცას ეთაღა, 
ციგაც - გემოზე გეპოხა! 
ამ ინერნეტმა დაგვდაღა
მისი დამდგარა ეპოქა.

 ფოტოზე - ორნი -   ქერადო, 
ლოყებზე - მზის თამაშობა. 
გინდა? ჩვენც გავიფერადოთ 
ჩვენი შავ- თეთრი ბავშვობა,

სულ ახალწლობა! რა -  შობა!
ბებიას: -  “ბოვში რას შობა!”
ოცნების ჯაგლაგს -  რაშობა,
მთლად უმარილოს - მლაშობა.

სხვა თაობაა -   “ქრაშობა”
სხვათა “ობაა”, მაშ,  ,,ობა”!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი