სონეტი სინაზე დაცემისა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი სინაზე დაცემისა

ბალახს დამჩნეულო
ცეცხლოვანო ცვარო,
ხმაო, უჩვეულოვ,
,”ის ვარ, ვინცა ვარო?”

მოსეს კვალზე მდგარი
მეც ჯოხს ვეყრდნობოდი,
სინას ცხელი ქარი - 
მაშინებდა როდი.

 ფეხზე გავიხადე, 
 განსაცდელიც ვნახე, 
 ხმა მომესმა ,ადე!”,
 ვლანდე უფლის სახე!

მადლით შევიმოსე,
დაცემულიც, მოსე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი