სარბიელის სონეტი


#ლექსები

მახსოვს, პირველად რომ აქ დავწერე: 2008-ში ომი წავაგეთ,  
ომი - ომობანა არაა,  არც  “” დურაკაა”, აჭრა და  ახალ ხელი დაარიგო- მეთქი, გადაირია მთელი ქვეყანა, ამას რას ამბობ, ჩვენ მოვიგეთო! 
  ვეცადე ამეხსნა,  რომ ოკუპაცია  - არაა ერთჯერადი აქტი, ეს არის პროცესი, რომელიც  სხვადასხვაგვარ აქტებს მოიცავს.
 რა აღარ მიწოდეს!
ფეისმა შემახსენა.  
ეს - მაშინ დამიწყია და ვერ დამიმთავრებია. ახლა მივეცი  ფორმა.

ნინო დარბაისელი

სარბიელი
(სონეტი)

დამპყრობელი ჯარი როცა
მორჩებოდა  პირველ ეტაპს - 
რომ დამხვდური დაეხოცა,
 დავლა ვიღას მოეხვეტა?

საგანგებო ჯგუფი ჰყავდა,
ზოგან - ქმნილი შენაერთად - 
 ალაფისა მომნახავთა, 
 მომარბეველ-მარბიელთა.

მერე საქმე  მათ ებარათ,
მოეკრიფათ უნდა დავლა, 
 მტერს ნადავლი ერგება რად,
 დამარცხებულს  - უნდა სწავლა?

მიდი, ძარცვე, რაღას ელი!
 გაქვს მარბიელს - სარბიელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი