დარტყმის სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

დარტყმის სონეტი

ჩემპიონატი მიდის,
სკამზე უკუღმა ვზივარ.
დამკარგავი ვარ რიდის
და ყველა კუნთი მტკივა.

ჩახლეჩილი მაქვს ყელი,
ამდენს ვყვირივარ  როცა!
ხან რეფერის-ღა ვწყევლი, 
ჩან ჩამწოდებელს ვლოცავ.

ზოგჯერ ხომ ფაქიზი ვარ,
ექსტაზი ხელს რომ მტაცებს, 
დავხტივარ, ვეღარ ვზივარ,
გინებით ვჯობნი კაცებს!

 ეს  - რა ჯადოა კარის!
 კიდევ  ასცდება?! არიიიიიის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი