პაგანინი
ნინო დარბაისელი პაგანინი შეუთრთოლდა სიმი ღვთიურ ვიოლინოს. დროა, სასწაული სულს რომ მოევლინოს. ღმერთო, ვძლებდით როგორ დღემდე უმისონი! ჰარმონია სრული, სრული უნისონი! მე ვიხილე სული მაღლით გარდმოსული, ნათლით შემოსილი მე ვიხილე სული, როცა დავეცი და უკვე დავიმტვერი, მე - მოკვდავი კაცი და უკვდავი მტვერი. ფერნაცვალმა გულმა ოდნავ გაიძგერა, სივრცეებში როცა მიილია ბგერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი