მძიმე ლექსი ტარიელ ჭანტურიას


ნინო დარბაისელი

მძიმე ლექსი ტარიელ ჭანტურიას

რაც ლაღობა ჩვენ  სიკვდილზე გაგვეგონა,  მისგან  ვიცით,
ულაღობო  აღარც გვახსოვს,  თუნდა ფიცით დავამტკიცით!

 სიმწრის გზაზე მარტო იდგა, სულ სიცილით გაიკვალა.
 ტკივილს ჩვენ არ გვიჩვენებდა,  მარტო ზიდვა  ედო ვალად.

სიკვდილს ენა შეაჩვია. ლექსი უთხრა - თქვეს თუ - ვარგა!
და სიკვდილმა მოაკითხა, და სოფლიდან ააბარგა

უთხრა: წლები მოსაკრეფად განა  მართლა ჭანჭურია,
გეყო,  დღემდე რაც დამცინე, ტია-ტია, ჭანტურია! 

მასწავლიდა, ცრემლი მალე, არა გვაქვსო მეტი ნება!
როგორ მინდა გავიცინო, მაგრამ ვტირ და მეტირება!

ზოგს - ღიმილით აგონდება, ზოგს-  უტირის ნაზი გული, 
ვით ტაეპი ამ ლექსისა სიმძიმისგან დაზიდული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი