ომი
#ლექსები ნინო დარბაისელი ომი (ციკლიდან - ეტიუდები) ძაფს - ნემსზე - კი არ ვაგებთ, მტერს - ხიშტის წვერზე ვაგებთ. სულ დრონის ქარხნებს ვაგებთ, შიგ იატაკსაც - ვაგებთ. სამაგიეროს ვაგებთ, ზოგს კი ჰგონია, ვაგებთ! ქარქაშში ხმალს - არ ვიგებთ, ფეხქვეშ ქვაფენილს - ვიგებთ, სულ ახალ ამბებს ვიგებთ, ხუთი წელია ვიგებთ, ვიგებთ, ვიგებთ და ვიგებთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი