ოჯახური


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ოჯახური
(შექსპირული სონეტი)

- დამასვენე ცოლი,
სულს გავაფრთხობ აქ მე!
მარჭე,  როგორც სოლი
ამ ოჯახის საქმეს. 

ცომი რაა, ცომი, 
ფქვილის ერთი გუნდა!
რომ მოზილავ,  მასაც
დასვენება უნდა.

 დამიხედეთ მამალს! 
არ ადარდებ სულაც, 
ეძებს სადმე ნამალს.
თუ აქვს, გასუსულა.

ადგება და წავა!
ფიქრობთ, სალოცავად?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი