ჯორი


#ლექსები

აი, ჯორზეც გვაქვს სონეტი. რა გვრჩება - ჭაკი ცხენი. მაგაზე  ხვალ მოვიფიქრებ რამეს და მერე, ზეგიდან   რაზე გადავიდეთ? რაიმე იდეა ხომ არა გაქვთ?

ნინო დარბაისელი

ჯორი

დღეს ვის უწევს ჯერი?
- ერთ კაცს ჰყავდა ჯორი.
არ გეგონოთ  ჭირი,
ანდა მონაჭორი,  

ცხენისა და ვირის 
იყო  შენაჯვარი,
შესანახად - ძვირი, 
მოსახმარად - ჩვარი.

არ იძლევა ნაყოფს.
ვინც რას  შეეცდება.
თავს ხიფათში გაყოფს,
წიხლი არ ასცდება.

ყროყინ-დირიჟორი -
- მოკვდა დიდი ჯორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი