ძველდიღმური სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ძველდიღმური 

(სონეტი)

ხვალ ჩვენ ვიქნებით სუყველანი წვერდაპარსული,
ზოგს გვეკეთება გალსტუკი ან შარფი სპარსული.
დღე გაგვითენდა რა  ახვრული,  რა დათარსული!
წავიდა ერთიც, თან წაიღო მთელი წარსული.

ვაჰ, რა ძმაკაცი გამოგვაკლდა უბნის ალკაშებს. 
ყველას იცნობდა, უბნის ბნელებს, უბნის მამაშებს.
ჩვენ ვინ   ჩაგვიგდებს ხელში დანებს, სპიცებს ან მაშებს!
მიდის მტკვარი და ტალღებს ფინთად მიათამაშებს.

ყველა წავიდა, ვინღა დავრჩით ძველი ლოთები,
 ადრე მაგრები, მოჩხუბრები, ლოთი-შფოთები,
გამოყრილები, ცოლებისგან დანაქოთები,
 ზურგში  რო გვერჭო ყოველდილა ნაქოთქოთები.

გადის ცხოვრება  უხალისო, დაუნდობარი, 
დასაცლელია კიდე ერთი შესანდობარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი