დროის ბრუნვა


დროის ბრუნვა
(ეტიუდი)

ეს ცხოვრება ნუ გგონია მშვიდი და მყუდროო,
მზე ჩავა და მზე ამოვა,
მარადია  - დროო.

უთქვამთ ძველებს, დაიხსომე სამუდამოდ, რომო
კარგიც წავა, ცუდიც წავა, ასე იცის დრომო.

და ნადავლს რომ თვალს მოავლებ კმაყოფილად როსო,
სულ გახსოვდეს, ეგ ნადავლი არად უღირს დროსო.

 ცაში - ლაღი, გემბანზე - კვდება ალბატროსი,
ამიტომაც
გეშინოდეს დროის ანუ დროსი.

გაიტანჯე მწარე ყოფით, უსახლ- უსაყდროთი?
ყველაფერი მოგვარდება დროით ანუ დროთი.

 ცაში მიჰქრის  ოქროს რაში, ლაღად, უმხედროდო
და დროდადრო მოგანდომებს, ნეტა ვიქცე დროდო!

პირქუშო თუ პირყომრალო და შენც, პირბადროო,
საბოლოოდ გაგასწორებთ ერთმანეთთან  დროო.

2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი