მიდის ბრძოლა, მიდის ომი!


#ლექსები

ეს  ვიპოვე.  კი დამიმთავრებია, მაგრამ როგორც დავადგინე, აღარ დამიდია. ალბათ აღარ მომეწონა. არც ახლა მომწონს დიდად, რაღა დაგიმალოთ!  მაინც ვდებ და თუ სხვა საქმე არაფერი გაქვთ, წაიკითხეთ!

ნინო დარბაისელი

მიდის ბრძოლა, მიდის ომი

(ციკლიდან - პაციფისტურები)

ღმერთო, სისხლი რათა ღვარე, 
დარდი რატომ არ  გვაკმარე
და  დაგვასვი თავს ყვარყვარე?
დაგვერია მტერ- მოყვარე
უმხსნელო თუ  მხსნელის მყვანე
ყველა გამო-ავთა-მყვანე,
საკრძალი  და სათაყვანე - 
ყველაც გამოათაყვანე?
ამოდენა სისხლისღვრამდე
ტლინკი უყრეინე რამდენს!
დარია თუ ავდარია, 
ასე ხელი რამ დარია!
ერი  დარდმა გადარია,
გული იყო? -  რადარია.

ყველა ბორცქვეშ - საფლავია,
უპატრონო საფლავები.
წვანან მონათლულები 
და წვანან მოუნათლავები.
დღეს - ცოცხალი, ხვალ - მკვდარია,
ცოცხლებისაც - მკვდრებში წოლა,
დღენიადაგ ხალხის ძრწოლა,
გააფთრებით მიდის ბრძოლა
ბოლო უკრაინელამდე.
ბოლო უკრაინელამდე!

მიდის ომი,
მიდის ომი,
ჩართულია  აქ წამმზომი.
არსადაა ჩასაძრომი,
არსადაა გასაძრომი
არსადაა ასაძრომი.
ცა-ვარსკვლავეთს აჩერდება ასტროლოგი, ასტონომი.

ჩაიძირა მთელი ფლოტი
და მთელი  აეროდრომი,
დრონი, 
დრონი, 
დრონზე დრონი
დრონთა მთელი ესკადრონი!
არ დასრულდა, აღარ ომი!
ომმა დასცა თავად რომი!

რუსია თუ ბელარუსი,
აღარ შერჩა არცა ტრუსი,
მძებნელია სადმე ღრუსი
ერთიანად განატრუსი.

ვინც მშვიდობის იცის ფასი,
მას ათასი ჰქონდა თასი,
იმერია- ამერია,
სათვალავი ამერია,
სიტყვა ჰქონდა ამო  - რამდენს!
წიხლი უკრა,  იმე, რამდენს!
თანაც წიხლი უკრა ვინა?
გარდაქარდა უკრაინა.
ბოლო უკრაინელამდე, 
ბოლო უკრაინელამდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი