გაუგზავნელი - მიხაკჩამჭკნარი ჯიბიდან


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 გაუგზავნელი - მიხაკჩამჭკნარი ჯიბიდან 

(ლანდი  პოეტისა, იქაც მონორაიმს  რომ თხზავს)

ჩემო პატარა გოგონია, 
იცი, ცხოვრება როგორია?
არც შენ დაგინდობს, რა  გგონია,
ამას მოუკვდეს მომგონია!
დღენი აქ  - უბადაგონია.
ცდანი - უნიადაგონია. 

ჩემო პატარა გოგონია,
იმ გორის იქით რო გორია, 
იქ - დაცხრილული ვაგონია,
- სისხლის ღვარი და აგონია.
არ დგანან უბადრაგონია.
 ხმანი სულ დასადაგონია.

ჩემო პატარა გოგონია,
გარეთ რაც ისმის - ჟარგონია, 
მოვარსკვლავური პაგონია, 
სიცოცხლე? -  აქ -  მონაგონია!
სიკვდილი? - ვერც გასაგონია, 
რომ ქრება  სული და  გონია. 
…

…  არ შესარგონია.
…  შენი სარგონია.
…

ჩემო პატარა გოგონია!
ჩემო პატარა გოგონია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი