გოშიას სონეტი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

გოშიას სონეტი

(გოშია შეაქეს და მგელს შეაჭამესო - (ხალხ.)

მე ვარ გოშია,
არ გეგონოთ ვინმე  შოშია!
ამ ჩვენს დროშია,
ბრიყვ გოშიას მუდამ  რო შია!

იტყვის გოშია? - 
რაც ითქმება - მონაროშია.
ღორი - რკოშია?! - 
დაისვენებს მონაკოშია!

 განათოშია?- 
- მისი ფასი უკვე გროშია!
კანუდოშია?
ელანდება  იქნებ დოშია?

მიდი, გოშია!
მგელი - გელის,  სამშობლოშია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი