ერთმა ბრძენმა
#ლექსები ნინო დარბაისელი ერთმა ბრძენმა (ციკლიდან - ეტიუდები) ერთმა ბრძენმა გვიბრძანა, ბევრი რომ იცოდა: -კანონები - ბევრია, სამართალი - ცოტა! დამნაშავე ტიროდა, ყველამ შეიცოდა, კანონები - ბევრია, სამართალი - ცოტა. ყველა სხვას ემართლება, თუმცა თავად სცოდა. კანონები - ბევრია, სამართალი - ცოტა! თვალაკრულმა თემიდამ ხელი გაიწოდა. კანონები - ბევრია, სამართალი ცოტა გულზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ არ იწოდა. კანონები - ბევრია, სამართალი - ცოტა. მე ვერაფერს ვუშველი, ჯვარზეც რომ ვეცო და ვამბობ, ნეტა რადაა სამართალი ცოტა? ზოგს რგებია მოზვერი, ზოგს - არც ანათალი. ღმერთო, გახდა სამყარო ცოდვით სამართავი, არ ერგება ქვრივ-ოხერს არცა ნაათალი, შეუწონე ერთმანეთს კანონ-სამართალი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი