მოდილიანი


აბა, საით აქვს ნინოს აღებული  სამოგზაუროდ გეზი?

#ლექსები

ნინო დარბაისელი

 მოდილიანი

 ჯიბეში -  პატარა  ფანქარი, ქაღალდი.
კაფე “როტონდაში” საღამოს ნახავდით,
შეჭამდა, შესვამდა, რით გადაეხადა?
და სხვა მხატვრებივით, იხდიდა ნახატით.

ვინღა ყიდულობდა?! იმ კაფეს პატრონი.
ყოფილა, კლიენტის პორტრეტს მოხაზავდა,
იქვე მიჰყიდიდა,  დრონი - სანატრონი!
რა ადრე წავიდა, სენთან ვერ დაზავდა.

“სხვა - ჩანდა მიხაკად, ვყვაოდი მე - ვარდი! - 
შინ დაბრუნებულნი ყვებოდნენ ქალები, 
პარიზში,  მონმარტრზე ერთ მხატვარს შევყვარდი,
მთელ ზღაპრებს შეთხზავდნენ ფერგანამკრთალები”

რატომ მომაგონდა ახლა  მაგალითად? 
გზა ფიროსმანისა -  სწორი რამ აბრუნდა?
რას როგორ ყვებოდა ფრანგი მარგარიტა,
ნეტავი,  პარიზში როდესაც დაბრუნდა?

- ჩემი არ მყოფნიდა? ტვირთად დამადეო
ამბები, მართალი არ იყო არცერთი.
დახედეთ ამ ნახატს, არა -  ამადეოს, 
ასეთებს ბოლოში  მე  “პარიზს” ვაწერდი!

 მახრჩობდა ვალები,  სენი და ჰაშიში, 
ბევრიც მოვილიე უცხო დამამდეო,
ჟანამ შემიყვარა ასეთი საშიში,   
წაველ და გამომყვა, “ჩემო ამადეო”!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი