პაპირუსები (სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

პაპირუსები
(სონეტი)

ნილოსის გაყოლებაზე ხასხასად ამოწვერილი
პაპირუსების წყება… 
წუხელ ფოსტა  რომ გავხსენი,   დამიხვდა   უცხო წერილი,  
შენს ამბავს იუწყება.

ვამბობდით, დილას რა უშავს!  აი, მზე როცა  დააჭერს,  
ნაშუადღევზე  ცხება. 
მისმენდი გაღიმებული. დამადუმებდა განა მჭევრს
 შესაძლო დამარცხება. 

ვიცოდი, რასაც ებრძოდი, თუმცა სხვებისგან მალავდი, 
ძნელია დავიწყება, 
არ მადარდებდა წუთითაც, როგორ ცხოვრობდი მანამდი,  
ან ასე რა იწყება.

რაც იყო, რაც არც ყოფილა, ვის შეუძლია შეხება. 
 ქვიშაში იმარხება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი