მაღვალაკური
ნინო დარბაისელი მაღვალაკური (ეს რა უბედურება ყოფილა შექსპირული სონეტი. რაკი ერთხელ დაეჩვევი, სხვა რაღაცის თქმა და წერა გინდება და არ განებებს თავს. მიშველეეეეთ!) დაბლობები - ამაღლაკე, ნათლად სახე - ნარისხევი, რა კერპები - აქანდაკე! ყლაპე ბრაზი - დასანთხევი? იამბე და იარაკე, ვის - რა უცხო მოუყევი? თავი გაიმაღვალაკე, ხვეტე ქარის დანარხევი, ჩასჭერ-ჩააკარაბაკე? რომ გეგონა, მიირხევი, როგორც იქნა, გაივაკე, დაგხვდა წყევის ბნელი ხევი. ქარში ქროლვით მონახე ვინ? ხარ - ქაღალდის მონახევი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი