სონეტი მკვახეობისა
#ლექსები ნინო დარბაისელი სონეტი მკვახეობისა ჩვენი ცხოვრება ისეთია, მწიფეს ესვრიან, მკვახე ცვივა, ყველას ჰგონია, ის ერთია, ნიჭიერი და ზარმაცია. გგონია, ვიღაც მოკვდება და სულ სხვა მოკვდება უცაბედად. ერთია წაგებ-მოგება და არცვინ დარჩება მოამბედა. ნინო - საქვეყნოდ - მამაცია, მარტოკას - გული ეპარება. ამაზე ფიქრმა შეაცია, გაუქრო ხილვის ნეტარება: ღვთისთვის ეს კითხვა გაებედა: -ცრემლი რაღა მას დაებედა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
სონეტი გამძლეობისა
ჩვენი ცხოვრება ისეთია,
მკვახეს მესვრიან, მწიფე მცვივა,
ყველას ჰგონია, ის ერთია,
ნიჭიერი და ამაყია.
გგონია, ვიღაც მორჩება და
სულ სხვა რამ ხდება უცაბედად.
რისთვის ვმოძღვრავი ნეტავ და
რისთვის ვექეცი მოლაყბედა.
კოტე- საქვეყნოდ - მამაცია,
მარტოკა - სიბრძნე ეზარება.
ამაზე ფიქრმა შეაცია,
გაუქრო სხვების დახმარება:
ღვთისთვის ეს კითხვა გაებედა:
-განსჯა რაღა მას დაებედა?