სონეტი ჭადრაკის გაკვეთილიდან
#ლექსები ნინო დარბაისელი სონეტი ჭადრაკის გაკვეთილიდან ამოცანებს მარტივებს დასცქეროდნენ ბავშვები და თავს ეკითხებოდნენ “მერე?”, “ამის მერე?” სვლა რომ არ გამოვიდეს, აი, მერე რას ვშვრები? მე?! - დაფაზე ბრძოლაში გზები მოვამტვერე! ვთქვათ და ვერ გადავურჩი მძიმე ოპერაციას, თუმცა გადარჩენაში თავიც დავიჯერე: ექთანს ვუწვდი მარჯვენას, დაბადებით ცაცია, დამშრობია ვენები, სისხლიც შევიჩერე? გვიანია. ღამეში შენ არ გამეშვი. რომ ვუხმობდი იმედით, “ქარო, დაუბერე!” აფრაგაშლილს - შიგ ზღვაში მომელოდა სხვა ეშვი, მე კი წერა-წერაში თავიც დავიბერე. …და ის იყო სამღერად ყელი მოვიღერე, თურმე ეს-ღა მქონია სათქმელ-სასიმღერე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი