ღალატის სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი ღალატის სონეტი დაიღალა გული დარდის მოდებით, არას ვეძებ ცრემლის მოსაყვანად. შორებლისგან - ღალატს ნუ ელოდები, საღალატოდ - ახლობლები გვყვანან. ფიქრობ, მოვა ვინმე ცხრამთისიქიდან, კარავს დასცემს, შენთან თუკი დარჩა! გამოსაქვითს ეძებ? - გამოიქვითა, გარეღალატს ეძებ, გარე - არ ჩანს! რატომ ხდება?! მიზნები გაქვთ საერთო, დგება წამი, გეგმა ებრძვის მიზანს და გიმეტებს, თუკი ბრძოლით გაერთო, მერე გიკვირს, ზოგი რას არ იზამს! რა ქნა, როცა მათში არის მთავარი მოღალატე - თავი საკუთარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი