მეტამორფოზი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მეტამორფოზი 


ყველა პეპელა  ამაქვეყნად კვერცხობით  და მატლობით იწყებს. 
პეპლობისას  მომისწარი. 
გემშვიდობები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი

ახლა გადავავლე თვალი თქვენს ბოლო ნაწერებს და იმედია რაიმე სუიციდალური არ იკვეთება.ხომ მშვიდობაა?

მადლობა კეთილი მოკითხვისათვის.
არა მიშავს.
იმედია თქვენკენაც მშვიდობაა.
რაც შეეხება ამ ლექსს, ცოტა ვრცლად მომიწევს ახსნა. ცხადია, გეცოდინებათ, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში შეიმჩნევა გატაცებანი მინიმალისტური ფორმებით.
არსებობს კარგი ახალგაზრდა კაცი. რომელმაც თავისი ნიშა მონახა, გვარად მიშელაშვილია, თუ არ მეშლება.
ქართულ ( და იქნებ არაქართულსაც) ინტერნეტ პოეზიას აქვს ერთი სპეცოფიკური ნიშანი. ტექსტი გათვლილი უნდა იყოს მკითხველ- მსკროლავის სწრაფ , ერთჯერად აღქმაზე. ანუ ახალი ტექსტი რაც უფრო მცირეა მოცულობით, მით მეტი ეტანება. ფოტოიანი კლასიკა - რამდენიც გინდა, ატრიალე, წაუკითხავად გადააზიარებენ მსკროლავები და მორჩა, ახალ პრიმიტივსაც კარგად მიიღებენ.
მინიმალისტურ პოეზიაში გამოიკვეთა პეპლის თემა - კლიშე დამუშავები. (ახლა გამახსენდა, რომ 2020 წელს მეც კი მქონია ეროტიკული ციკლი, მოვძებნე და ახლა დავდე)
მე მოვინდომე ლექსში პედალირება პეპლის მოკლე სიცოცხლეზე კი არა, მის იმ მდგომარეობაზე, როცა არსებობს, მაგრამ ჯერ პეპელა არ არის, არამომხიბლავია და ეს გამოვიდა

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი