“ პაპილონის” დამატება, გრ. აბაშიძეზე მემორიასთან ერთად
#ლექსები
#მემორია
ადრე მგონი მომიყოლია. გრიგოლ აბაშიძესთან პირადი შეხვედრის ბედნიერება ცხოვრებაში რამდენჯერმე მერგო, მოსაწვევები გამატანეს.
მაშინდელი პიონერთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა სტუდია, რომელსაც მისი შემქმნელი ფაცია (ლიგია) პაიჭაძე ხელმძღვანელობდა, მისივე წყალობით, მაშინდელ, კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილ სივრცეში ნამდვილი თავისუფლების კუნძული იყო.
ფაცია დეიდას წესად ჰქონდა, ვინც რამე კარგს დაწერდა, უფლებას მოიპოვებდა სტუდიის რამე ღონისძიებაზე დასასწრებად მოსაწვევ ცნობილ მწერალთა სიიდან აერჩია , ვინც უნდოდა და მოსაწვევი მასთან პირადად მიეტანა.
ზოგჯერ რამდენიმე ბავშვს ერთადაც გვრგებია ეს პატივი.
ასეთ შემთხვევაში ჯგუფურად მივდიოდით.
ვიზიტორების ჯგუფში შედიოდა ერთი პედაგოგი და რამდენიმე ბავშვი. ამ ვიზიტისთვის თითო საკუთარი ლექსი სათქმელად მზად უნდა გვქონდა. (ბავშვებს - პედაგოგიანად!) ვყოფილვარ მოწაფეც, მერე, მოგვიანებით - სტუდიის პედაგოგიც.
ბატონი გრიგოლი იმ ლექსს აუცილებლად ათქმევინებდა ყველაა სტუმარს და მოზომილად მოუწონებდა და თუ რაღაც გადაუდებელი საქმე ჰქონდა, იმწუთას გვეტყოდა, თუ არა და, დაგვპირდებოდა და აუცილებლად გვეწვეოდა კიდეც.
ანუ მისგან აღფრთოვანებით დაბრუნებულებს მოსაწვევთა სიაში, მისი სახელის გასწვრივ შეგვეძლო ფაცია დეიდას წითელი ფანქრით პირდაპირ დიდი ,,პტიჩკა”(შევრონი) დაგვესვა და არა კითხვის ნიშანი!
მას კედელზე, ჩარჩოში ერთი დიდი, ლურჯი პეპელა ეკიდა. ის პეპელა ჩამრჩა, როგორც ულამაზესობის, სიყვარულისა და პოეზიის სიმბოლო და იმდენი ვეძებე მსგავსი, მთელი ცხოვრება, რომ მიჩიგანში ვუყიდე ჩემს ქმარს სადაბადებისდღეო საჩუქრად. ეს ჩვენი პეპლის ფოტოა.
ნინო დარბაისელი
ეროტიკულ-მინიმალისტური ციკლის “პაპილონის” დამატებანი
1. ყვავილი - პეპელას
(ჰაიკუ 5/7/5)
ზაფხულიც დადგა.
მოგიტყუებივარ
- მოგაკითხავო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი