ჩიტური ენა (სონეტი- გამოცანებიდან)
#ლექსები ნინო დარბაისელი ჩიტური ენა (სონეტი ციკლიდან - გამოცანები) საკენკი ჰქონდა ერთი მუჭა და -არა რამ - ასაწონი. კაცს სახალისო არც რა უჩანდა, ვერ ნახა “ჩიტი - სწორი”! და რაკი მაინც ვერ მოისვენა, მიზანი ჰქონდა რაკი, მან შეისწავლა ჩიტების ენა, ჩიტური ლაპარაკი. რა აღასრულა ეს საქმე ძნელი, რაც მიზნად დაისახა, გაფრენილიყო ყველა მსმენელი და ბახალა-ღა ნახა. მაისის წვიმა - ბუდეებს რეცხავს, ეჰ, ვინ იპოვის მერცხალს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი