ამოსასუნთქი
#ლექსები ნდს ამოსასუნთქი (ციკლიდან: პრიმიტივები - დედის გასართობად) სათვალავს ვინ მოერევა! მრიცხველი - გადაბრუნდა, მივდევ დროს, ვეღარ ვეწევი. ეს გული უფრო შინდება. ქალს უნდა ჰქონდეს წარსული, კაცს - მომავალი უნდა! არც ქალის მიყვარს, არც კაცის - “დისტანციონკით” შინ დება. გავიდეთ, ამოვისუნთქოთ, მზეს დავანახოთ თავი. მერკური, მარსი, სატურნი - ღამით მოჩანან ხანაც, დღეს ნეტა ვისღა ვანაღვლებთ მორთული-მოურთავი! ამასობაში დამდგარა ჩვენი სიბერის ხანაც. გავიდეთ, ამოვისუნთქოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი