პალატინის სონეტი - მონორაიმი
ნინო დარბაისელი პალატინის სონეტი - მონორაიმი (ვინც ხართ რომში ნამყოფი, ალბათ იცით - პალატინის ბორცვია ერთ-ერთი პირველი, რასაც ტურისტები ნახულობენ) ბაცი მომწვანო პალატა და შენ - ბუნებით მორცხვი, მე - სანახავად მოსული. პარკით - ვაშლი და მოცვი. ტუმბო. ზედ რაღაც სასმელი და ერთი ხელსახოცი. უაზრო სიტყვა : - შენზე წინ სხვებია დასახოცი! რა გვაცინებდა, აგვიტყდა ორივეს რა ხორხოცი! - გახსოვს, რომში რომ დაგკარგე? იყო მაისის ოცი, მე - შენი მეხსიერებით ერთხელაც განაოცი: ვამბობ:- ეგ რამ მოგაგონა, წელია მთლად ორმოცი! ფეხით რამდენი ვიარეთ, ფოტოა - წარუხოცი. ფულიც დაგიდე, ძველი ვთქვი - “მიციამ იცის მოცი! ” ზედ მოვაყოლე გიშერი, ტაძარში შენალოცი. თქვი: - სიკვდილს არ ენაღვლება შენი ნაცი და ქოცი! მაინც, რა კარგად გადარჩი, საქმეა მოსალოცი! - ცალძუძუ ვარო, გამთხარეს, ვით პალატინის ბორცვი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი