რიჰარდ ვაგნერი ,,ვალკირიათა ქროლა”
#ზარდახშა ხომ არის წიგნი, რომელსაც აღარასდროს მიუბრუნდები საკუთარი ნებით, ფერწერული ტილოცაა ასეთი, მუსიკაც… და არა იმიტომ, რომ არ მოგეწონა, არამედ იმის გამო, რომ ძვლისტვინამდე გაგატანა, როცა შეეხე და აღარ გინდა იქ დაბრუნება, საიდანაც ერთხელ ცოცხალმა გამოაღწიე. ჩემთვის ასეთი საშინელება ვაგნერის “ვალკირიაა”, ტეტრალოგიის ნაწილი. კერძოდ “ვალკირთა ქროლა”. ნინო დარბაისელი რიჰარდ ვაგნერის “ვალკირთა ქროლა” ვინც იცის, ახსნა აღარ სჭირდება, ვინც - არა, ვეტყვი! - იცით, როგორი მუსიკაა?! აქ - ვიოლინოს მრავალფა ხემი შენს ყალყზე დამდგარ თმაზე სრიალებს, სუყველა ხემი, ვიოლანჩელის, ვიოლასი, ვიოლინოსი! აქ - ბასუნები და საყვირები შენს ფილტვებშია, დანარჩენები გამალებით - შენს დაფეთებულ გულზე უკრავენ, დასარტყმელები - ეს გულია, თავს რომ აწყდება და სადაცაა, გამოხეთქავს აორტასაც და გადმოსკდება და გცივა, გცივა, კბილი კბილზე გეკაკუნება. და გინდა, გინდა, თუკი ვინმე გასაფრენია, და გინდა, გინდა, ვინც კი სადმე გასაქროლია, დროზე გაქროლდეს, დროზე მორჩეს და გაგეცალოს, იქნებ ამ ჯერზე ამოსუნთქვა კიდევ მოასწრო და გადარჩე! ვიღაც კი, მშვიდი ორკესტრანტი, შეკავებული მთქნარებით ნესტოშეტოკებული: - აქვს ამას თავის მომხიბლაობა, დილეტანტები ჩვენი კონცერტის მერე როცა ასე მსჯელობენ. ა, ვაგნერისა?! “ვალკირია”?! შედევრია! განა რამე გასაკვირია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი