ხვალ რა იქნება


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხვალ რა იქნება 

თუ ვერ გადავრჩი, თავს მოუარე!
არ გააუქმო ბილეთი ნიცის, 
ხვალ - სანატრელი -  დღეს - ვიუარე. 
ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!

აწმყოთი  ვცხოვრობთ, წარსული გვრჩება. 
მზის მოკაშკაშის, ცის მოლიცლიცის
გვაქვს მოლოდინი. (არ მოგვირჩება?)
- ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!

ვფიქრობთ,  ვიქნებით დამძლეველები
აკრძალვის ანდა უარის მტკიცის!
დღეს - გეხუტები, თავზე გევლები,
ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!

რას   ველოდით  და  ვის რა მოგველის. 
ვართ ერთგულნი  თუ გამტეხნი ფიცის,
დანაღმულისა შიში გვაქვს ველის.
ხვალ - რა იქნება - არავინ იცის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი