ხვალ
#ლექსები ნინო დარბაისელი ხვალ (ესე იგიიი, ამ შექსპირულ სონეტს რა აღარ ვუყავი, გარეთ დარჩენილი კარაქივით ხელში შემოვიდნე!) ხვალ მოხვალ და დაგიხვდები, გეტყვი, როგორ გამიხარდი. მიზეზს მაინც ვერ მიხვდები, როცა გკითხავ: “რად დახანდი?” ხვალ მოხვალ და დღე იქნება მზით სავსე და დალოცვილი და ლოდინში დაიქნება სიყვარულად ეს სურვილი. ჯერ - ღამე მაქვს გასაყვანი, აღარ ვიცი, რაღას ვეცე; ძველი ტრფობა და თაყვანი ქრება, თავი გავიმხეცე! ზეგ-მაზეგიც - ხვალისაა. ვინც ხალისობს - ხალისაა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი